ბიზნესკლასის ახალ საცხოვრებელ კომპლექსში „ქრონომეტრი ლისზე“ ნოემბრის ბოლომდე ბინის განსაკუთრებული პირობებით შეძენაა შესაძლებელი.
გადახდის ხელსაყრელი პირობების პარალელურად, საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლები დამატებით 5% ფასდაკლებას მიიღებენ. ფასდაკლება ვრცელდება 20%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.
„ქრონომეტრი ლისზე“ ახალი ბიზნესსკლასის საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც 9 სართული დაეთმობა საცხოვრებელ ფართებს, 4 სართული კი − ბიზნესცენტრს. მწვანე არქიტექტურა, შენობის გამორჩეული ფორმა, მწვანე ზონები,
საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, პანორამული ხედები არა მხოლოდ ბინებიდან, არამედ ოფისებიდანაც, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა ორდონიანი პარკინგი, ელეგანტური ლობი, კონსიერჟი, თანამედროვე სამუშაო სივრცეები,
სავარჯიშო დარბაზი, დახურული აუზი და სპა.
„ქრონომეტრში“ ყველაფერია, რაც ჰარმონიული ცხოვრებისა და კომფორტული დასვენების შესაძლებლობას გაძლევთ.
ეს გახლავთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელი პროექტი. „ქრონომეტრი“ სპეციალურად თქვენთვის ქმნის ცხოვრების წესს, რომელიც გაძლევთ თავისუფლებას, იმუშაოთ პროდუქტიულად, იცხოვროთ კომფორტულად და, რაც მთავარია, არ დაკარგოთ ბალანსი მათ შორის.
პროექტი ხელსაყრელი მდებარეობითაც გამოირჩევა. მარტივად უკავშირდება როგორც თბილისის ცენტრს, ისე - გასასვლელს და ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე, ჯანსაღ და კეთილმოწყობილ რეკრეაციულ ზონას, ლისის ტბას.
ლისზე მდებარე ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური კომპლექს „ქრონომეტრს“ ზურგს უმაგრებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, რომელსაც 20 წლის განმავლობაში 600ზე მეტი კომერციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი
აქვს განხორციელებული.
შეგახსენებთ, რომ „ქრონომეტრის“ პარტნიორია „საქართველოს ბანკი", რაც „დაგის“ გამოცდილებასთან ერთად ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა.
პროექტზე მუშაობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და დასრულება 2027 წლის ივნისში არის დაგეგმილი.