ნოემბერში სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით გაგრძელდა:
I ბლოკი: მიმდინარეობს მე-4 კომერციული სართულის გადახურვის ფილის მოწყობა. დასრულებულია ორი მიწისქვეშა პარკინგის და ოთხი კომერციული სართულის მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა.
II ბლოკი: შესრულდა მე-3 სართულის კოლონების მოწყობა. ამ ეტაპზე დასრულებულია ორი მიწისქვეშა პარკინგისა და ორი კომერციული სართულის სამშენებლო სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტი 2027 წლის ივნისში სრულდება.
ქრონომეტრის პარტნიორია საქართველოს ბანკი.