ჩვენ ქრონომეტრი ვართ - დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის მულტიფუნქციურ, მოქნილ და დინამიკურ საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეებს.
ჩვენს მმართველ გუნდს ზურგს უმაგრებს სამშენებლო სექტორში დაგროვილი 20 წლიანი გამოცდილება და 600-ზე მეტი დასრულებული პროექტი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც სამშენებლო კომპანია „დაგის“ სახელით განხორციელდა.
ახლა კი, მშენებლობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და ახლებური ხედვით, ქრონომეტრი დეველოპერულ ბაზარზე პირველი ბიზნესკლასის მულტიფუნქციური პროექტით შემოდის.
2024 წლის ოქტომბრიდან დაგი აქტიურად აწარმოებს ლისის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დაცვით.
ჩვენი მთავარი მისიაა – შევუწყოთ ხელი ადამიანებსა და ბიზნესს, თანამედროვე ცხოვრების დინამიკას უფრო მარტივად აჰყვნენ