ბინის შეძენა ყოველთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება იმ შესაძლებლობით, რომ ბინა შეიძინოს მშენებლობის ეტაპზე, შიდა განვადების სისტემის გამოყენებით. ეს გზა ბევრად უფრო ხელმისაწვდომია და საშუალებას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ რთული საბანკო პროცედურები.
„ქრონომეტრი’’ - ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბასთან, სწორედ ასეთ ალტერნატივას გთავაზობთ. ბინის შეძენა თბილისში, შიდა განვადებით, გამჭვირვალე და მარტივი პირობებით, ისე რომ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები სრულად გათვალისწინებული იყოს, აქ თავისუფლად შესაძლებელია.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, როგორ მუშაობს ,,ქრონომეტრის’’ შიდა განვადების სისტემა: რა ეტაპები უნდა გაიაროთ, როგორია გადახდის სქემები და რატომ არის ინვესტიცია მშენებარე ბინებში ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება. თუ ახლა ფიქრობთ ბინის შეძენას და გსურთ წინასწარ იცოდეთ ყველა დეტალი, ეს გზამკვლევი სწორედ თქვენთვისაა.
რატომ არის მშენებარე ბინები თბილისში (განვადებით) პოპულარული არჩევანი?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მშენებარე ბინების შეძენა ბოლო წლებში სტანდარტული პრაქტიკა გახდა. ამის მთავარი მიზეზი ფინანსური ხელმისაწვდომობაა. მშენებლობის ეტაპზე ბინის ფასი საშუალოდ 15-20%-ით დაბალია დასრულებულ ობიექტთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ იმავე ბიუჯეტით შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო დიდი ფართი ან უკეთეს ლოკაციაზე მდებარე ბინა.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ინვესტიციის პოტენციალი. მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინის საბაზრო ღირებულება მატულობს. განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ფასები იმ რაიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება - ანუ, ყიდულობთ დღევანდელ ფასად და ფლობთ ხვალინდელი ღირებულების აქტივს.
თუ ეძებთ მშენებარე ბინებს თბილისში განვადებით, „ქრონომეტრი’’ გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და გამჭვირვალე სისტემას. შიდა განვადება ნიშნავს, რომ ხელშეკრულებას პირდაპირ კომპანიასთან აფორმებთ და გადახდის ვადებს თქვენი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით აწესებთ.
როგორ მუშაობს ,,ქრონომეტრის’’ შიდა განვადების სისტემა?
უძრავი ქონების არჩევა შეგიძლიათ ონლაინ: Chronometri.ge-ზე, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია თითოეული აპარტამენტის შესახებ. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომელ სართულზეა ბინა, რა ფართობისაა, როგორია განლაგება, რა ფასი აქვს და ა.შ.
გადახდის სქემა მოქნილია და ორი ალტერნატივა გაქვთ. პირველი ვარიანტი: 10% წინასწარი შენატანი, 20% მშენებლობის მიმდინარეობისას და დარჩენილი 70% მშენებლობის დასრულების შემდეგ. მეორე ვარიანტი: 20% პირველადი შენატანი და დარჩენილი 80% ეტაპობრივად, მშენებლობის დასრულებამდე. არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე. ,,ქრონომეტრის’’ გუნდი ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და დაგეხმარებათ ოპტიმალური გადახდის გრაფიკის შედგენაში.
რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის ფორმდება ოფიციალურად და მოიცავს ყველა მნიშვნელოვან დეტალს: ბინის ზუსტ მისამართსა და ფართობს, საერთო ფასს, გადახდის დეტალურ გრაფიკს და მშენებლობის დასრულების ვადას. ეს არის იურიდიულად სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც იცავს როგორც მყიდველის, ისე კომპანიის ინტერესებს.
ვისთვის არის იდეალური ,,ქრონომეტრის’’ შიდა განვადება?
,,ქრონომეტრის’’ შიდა განვადების სისტემა განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც გეგმავენ საკუთარი ბინის შეძენას. როდესაც ერთიანად დიდი თანხა არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ სტაბილური შემოსავალი, შიდა განვადება რეალურ შესაძლებლობას გთავაზობთ. ყოველთვიურად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, გადაიხდით თანხას, რომელიც ქირის ნაცვლად საკუთარი ბინის შეძენას მოხმარდება.
ეს მოდელი იდეალურია მათთვისაც, ვისაც უკვე აქვს გარკვეული დანაზოგი, მაგალითად, 10–15 ათასი დოლარი, თუმცა ბინის სრული ღირებულება ჯერ არ შეუგროვებია. ასეთ შემთხვევაში ,,ქრონომეტრის’’ მოქნილი სისტემა გაძლევთ საშუალებას, დღესვე გახდეთ ბიზნესკლასის ბინის მფლობელი და დარჩენილი თანხა ეტაპობრივად დაფაროთ. ბანკის სესხთან შედარებით ეს გზა გაცილებით მარტივი და ნაკლებად დამღლელია.
ინვესტორებისთვის კი ,,ქრონომეტრი’’ განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. ლისის ტბის უბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ზონაა: აქ მუდმივად ვითარდება ინფრასტრუქტურა, შენდება ახალი გზები და იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელ სივრცეებზე. ასეთ ადგილას ბიზნესკლასის ბინები არის სანდო აქტივი, რადგან მათი ღირებულება დროთა განმავლობაში მოიმატებს და საჭიროების შემთხვევაში ადვილად გაქირავდება.
პრაქტიკული რჩევები პოტენციური მყიდველებისთვის
ბინის არჩევა - ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სწორი ბინის შერჩევა. ნუ იჩქარებთ, გადახედეთ რამდენიმე ვარიანტს Chronometri.ge-ზე და შეადარეთ დეტალები. გაითვალისწინეთ არა მხოლოდ ფასი, არამედ სართული, განლაგება და ფართობი. სასურველია პირადად ეწვიოთ სამშენებლო ობიექტს, რათა უკეთ წარმოიდგინოთ მომავალი გარემო და საკუთრი თვალით ნახოთ, რამდენად მაღალი ხარისხით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
ფინანსური დაგეგმვა - ბინის შეძენა დაკავშირებულია გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ გააანალიზოთ თქვენი შემოსავალი და დარწმუნდეთ, რომ გადახდის გრაფიკის დაცვას შეძლებთ. საუკეთესო გამოსავალია კონსულტაცია ,,ქრონომეტრის’’ გაყიდვების მენეჯერთან - ის დაგეხმარებათ თქვენთვის ოპტიმალური სქემის შერჩევაში და უპასუხებს თქვენს ყველა კითხვას. გახსოვდეთ: უკეთესია ყველაფერი წინასწარ გაარკვიოთ, ვიდრე პროცესში გაუთვალისწინებელ სირთულეებს წააწყდეთ.
უბნის განვითარება - გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება მიაქციეთ ლოკაციას. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ზონაა თბილისში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აქ შენდება ახალი კომერციული თუ საცხოვრებელი ობიექტები და მუდმივად ვითარდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა - ეს და სხვა ფაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის ბინის საინვესტიციო მიმზიდველობას და გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი ქონების ღირებულება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
საბოლოო ნაბიჯი თქვენი ახალი ბინისკენ
,,ქრონომეტრის’’ შიდა განვადება რეალური შესაძლებლობაა, რომ ბიზნესკლასის ბინის მფლობელი გახდეთ. გადახდის მოქნილი პირობები, გამჭვირვალე პროცესი, სანდო დეველოპერული კომპანია და პრესტიჟული ლოკაცია - ყველაფერი ეს ერთად ქმნის იდეალურ კომბინაციას მათთვის, ვინც საკუთარი ბინის შეძენას გონივრულად გეგმავს.
ამიტომ, თუ გსურთ იყიდოთ მშენებარე ბინები თბილისში განვადებით, ,,ქრონომეტრი’’ ხარისხისა და კომფორტის იდეალურ კომბინაციას გთავაზობთ.