GE
  • EN
ბინის ყიდვა იპოთეკით: სრული გზამკვლევი "ქრონომეტრისგან"

ბინის ყიდვა იპოთეკით: სრული გზამკვლევი "ქრონომეტრისგან"

30 აპრილი, 2026

ბინის ყიდვა იპოთეკით 2026 წელს ბევრისთვის კვლავ ბუნდოვანი პროცესია - სავსე კითხვებით, რომლებზეც პასუხების პოვნა ხშირად დროსა და ენერგიას მოითხოვს. რა თანხაა საჭირო დასაწყისისთვის? რა დოკუმენტებია აუცილებელი? რამდენად რეალურია დაფინანსება, თუ შემოსავლები ოფიციალურ წყაროებში სრულად არ ჩანს? სწორედ ამ გაურკვევლობის გამო, ბევრი ადამიანი წლობით აგრძელებს ქირის გადახდას და ელოდება სწორ მომენტს, რომელიც თავისით იშვიათად დგება.


 

სანამ ბანკში მიხვალთ: რა უნდა იცოდეთ იპოთეკის შესახებ


 

იპოთეკა, თავისი არსით, გრძელვადიანი სესხია, რომელიც უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი - ანუ ბანკი გაძლევთ დაფინანსებას ბინის შესაძენად, ხოლო თავად ბინა, სესხის სრულ დაფარვამდე, გირაოს ფუნქციას ასრულებს. ქართულ ბაზარზე იპოთეკური სესხის ვადა, როგორც წესი, 5-დან 20 წლამდე მერყეობს, საპროცენტო განაკვეთი კი ბანკისა და ინდივიდუალური პირობების მიხედვით განსხვავდება. სანამ რომელიმე ბანკს მიმართავთ, ორი საკითხი უნდა განსაზღვროთ: რა თანხის გადახდა შეგიძლიათ ყოველთვიურად და გაქვთ თუ არა საწყისი შენატანი - ჩვეულებრივ, ბინის ღირებულების 10-20%.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როცა ადამიანები ჯერ ბინას არჩევენ და ბანკთან ურთიერთობას შემდეგ იწყებენ - ბოლოს კი ირკვევა, რომ სესხი ან ვერ მტკიცდება, ან პირობები სრულიად სხვაა. ბევრად გონივრული მიდგომაა წინასწარ, ძიების ეტაპზევე, გაარკვიოთ თქვენი საკრედიტო ლიმიტი.


მშენებარე ბინები თბილისში ქრონომეტრის ბიზნესკლასის კომპლექსში ლისზე — დაგვიკავშირდით +995 577 02 22 55
 

ფინანსური პრივილეგიები და სუბსიდირების შესაძლებლობა ,,ქრონომეტრში’’


 

ვინაიდან „ქრონომეტრი’’ საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით სარგებლობს, ბინის ყიდვა იპოთეკით აქ გაცილებით სწრაფი და მოქნილი პროცესია. ეს განსაკუთრებით დიდ შეღავათს აძლევს მათ, ვინც არაფორმალური შემოსავლების გამო სტანდარტულ საბანკო ბარიერებს ხშირად აწყდება - მშენებლობის ეტაპზევე დაფინანსების მიღება აქ ბევრად ნაკლებ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. 

პროცესის სიმარტივესთან ერთად, მყიდველისთვის ასევე დამატებითი შეღავათია სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაა. ეს მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეამციროთ ყოველთვიური ხარჯი, რადგან სახელმწიფო თქვენი სესხის პროცენტის მნიშვნელოვან ნაწილს თავად ფარავს. პროგრამა ვრცელდება როგორც ახალი ბინის შეძენაზე, ისე სახლის მშენებლობაზე (200,000 ლარის ლიმიტამდე) და მასში ჩართვა შეუძლიათ:

 

  • ოჯახებს/მარტოხელა მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ 1 წლამდე ასაკის შვილი;
  • მრავალშვილიან მშობლებს, რომელთა ოჯახსაც 2022 წლის სექტემბრის შემდეგ მე-3 (ან მომდევნო) შვილი შეემატა; 
  • მშობლებს, რომლებმაც 2021 წლის სექტემბრის შემდეგ შვილად არასრულწლოვანი აიყვანეს.

გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო პროგრამის პირობები და კრიტერიუმები დროთა განმავლობაში შესაძლოა განახლდეს. ამიტომ, ყველაზე ზუსტი და აქტუალური ინფორმაციის მისაღებად, უმჯობესია დეტალები უშუალოდ სერვისის მომწოდებელ ბანკთან გადაამოწმოთ. 


 

დოკუმენტები, ვადები, გადაწყვეტილება -  რას ელოდება ბანკი თქვენგან


 

იპოთეკური განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტების სია, ერთი შეხედვით, საკმაოდ ვრცელია, თუმცა პროცესის დასაწყებად რამდენიმე საკვანძო საბუთიც საკმარისია. პირადობის მოწმობა, საკრედიტო ისტორია, შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ინფორმაცია შესაძენი ქონების შესახებ - ეს არის ის საბაზისო მინიმუმი, რომლის საფუძველზეც ბანკი თქვენს განაცხადს განიხილავს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: შემოსავლების დადასტურება ყოველთვის არ ნიშნავს სამსახურიდან ოფიციალური ცნობის წარდგენას. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ,,ქრონომეტრის’’ პროექტში, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ სრულადაა დაფინანსებული, ბინის შეძენა იპოთეკით თავისუფლად შესაძლებელია გამარტივებული წესით - მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ შემოსავალი ოფიციალური დოკუმენტებით სრულად ვერ დასტურდება.

 

განაცხადის შეტანის შემდეგ იწყება შეფასების პროცესი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით პარალელურად მიმდინარეობს: მოწმდება საკრედიტო ისტორია, განიხილება თქვენი შემოსავლებისა და არსებული ვალდებულებების თანაფარდობა და ერთდროულად ფასდება თავად ქონება. ბინის საბაზრო ღირებულებას ბანკი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რაც, როგორც წესი, რამდენიმე სამუშაო დღეს მოითხოვს. მთლიანობაში, განაცხადიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე სტანდარტულ შემთხვევებში დაახლოებით 5-დან 10 სამუშაო დღემდეა საჭირო, თუმცა ეს ვადა კონკრეტული პროექტისა და ბანკის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

 

დამტკიცების შემდეგ პროცესი გადადის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე - სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი დეტალებში სიღრმისეული გარკვევა: საპროცენტო განაკვეთი, გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი, ვადამდე დაფარვის პირობები და შესაძლო დამატებითი საკომისიოები - ეს ყველაფერი სრულყოფილად უნდა შეაფასოთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას ხელმოწერით დაადასტურებთ.


 

რატომ ღირს ბინის ყიდვა იპოთეკით სწორედ ახლა და არა მოგვიანებით?


 

გადაწყვეტილების მოგვიანებით მიღება, უძრავი ქონების ბაზარზე ხშირად ყველაზე მეტ დანაკარგთან ასოცირდება. თბილისში ბინების ფასები ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება და ეს დინამიკა სტაბილურ ტენდენციად იქცა - ეს ნიშნავს, რომ ბინა, რომელიც დღეს კონკრეტულ ფასად იყიდება, 1-2 წლის შემდეგ, დიდი ალბათობით, უფრო ძვირი იქნება. 

 

იპოთეკით ბინის ყიდვა განსაკუთრებით მომგებიანია მშენებლობის საწყის ეტაპზე - სწორედ მაშინ, როდესაც ფასები მინიმალურია, ხოლო არჩევანი - ყველაზე ფართო. მშენებარე ბინები თბილისში ხშირად 15-20%-ით იაფია იმავე პროექტის დასრულებულ ვარიანტებთან შედარებით. ეს სხვაობა კი გრძელვადიან პერსპექტივაში სოლიდური დანაზოგია. მაგალითად, პრემიუმ ბინები ლისზე და სხვა განვითარებად უბნებში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად, საკმაოდ სწრაფად ძვირდება. ,,ქრონომეტრი’’ სწორედ ამ ლოგიკით მუშაობს -  შესაძლებლობა ახლა არსებობს და ვინც გადაწყვეტილებას დროულად იღებს, კაპიტალის ზრდის საუკეთესო პირობებითაც ის სარგებლობს.

 

,,ქრონომეტრის’’ ბინის ყიდვა ბანკის დახმარებით დღეს კიდევ ერთი მიზეზითაა აქტუალური: აქ მოქმედებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები და მომხმარებლებს პერსონალურად მათთვის გამოყოფილი ბანკირები ემსახურებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დეტალურად იცნობენ პროექტს, განაცხადის დამუშავება და სუბსიდირების საკითხების მოგვარება სტანდარტულზე ბევრად სწრაფად ხდება.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „ქრონომეტრი’’ ლისზე სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღეს მსგავსი ტიპის დეველოპერული პროექტების მიმართ არსებობს. საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული მშენებლობა, სახელმწიფო სუბსიდირება და გადახდის მოქნილი პირობები სწორედ ის კომბინაციაა, რაც მყიდველისთვის ფინანსურ საიმედოობას განაპირობებს.

 

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ამ ეტაპზე არ აქვს სრული თანამონაწილეობისთვის საჭირო თანხა -  მომხმარებელს შეუძლია ეს წილი მშენებლობის პროცესშივე შეავსოს და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოს იპოთეკური სესხით. ასეთ კონტექსტში კი „მოგვიანებით’’ შეიძლება ნიშნავდეს არა უბრალოდ დროს, არამედ ხელიდან გაშვებულ, გაცილებით ხელსაყრელ ფინანსურ პირობებს. 


 

ბინის ყიდვა ბანკის დახმარებით - რატომ ირჩევენ ,,ქრონომეტრს’’?


 

კითხვა, თუ როგორ ხდება ბინის ყიდვა იპოთეკით „ქრონომეტრში’’, სულ უფრო აქტუალურია მათთვის, ვინც საცხოვრებლის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს. ამის მიზეზი საქართველოს ბანკთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობაა, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს სამივე საკვანძო კომპონენტი: სასურველი პროექტი, გაყიდვების კომპეტენტური გუნდი და საბანკო მხარდაჭერა. ეს მიდგომა გათავისუფლებთ სხვადასხვა ფილიალში ვიზიტებისა და პირობების დამოუკიდებლად შედარების დამღლელი პროცესისგან. აქ ყველაფერი ერთი მიმართულებით, მაქსიმალურად მოკლე დროში და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე სრულდება.

 

„ქრონომეტრში’’ ბინის ყიდვა იპოთეკით იმ ბარიერს ხსნის, რომელიც მყიდველს ყველაზე მეტად აშინებს - გაურკვევლობას. ჩვენი პრიორიტეტი სრული გამჭვირვალობაა: ფასი, პირობები და ვადები წინასწარ, დეტალურად არის გაწერილი, კონსულტაცია კი ყოველთვის პირდაპირი და არგუმენტირებულია. მყიდველები ხშირად აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი - განცდა, რომ ხელშეკრულების მიღმა არანაირი ფარული პირობა არ იმალება. ეს სიმშვიდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარზე პირველ ნაბიჯებს სწორედ ახლა დგამენ.

 

გასათვალისწინებელი ფაქტორია ლოკაციაც. „ქრონომეტრი’’ ლისზე მდებარეობს - უბანში, რომელიც სწრაფად ვითარდება და სადაც უძრავი ქონების ღირებულება სტაბილურად იზრდება. ასეთ პირობებში, ბინის შეძენა იპოთეკით, რა თქმა უნდა, რაციონალური ფინანსური გადაწყვეტილებაა.

მათთვის კი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და სწორ მომენტს ელოდება, ხშირად ერთი ნაბიჯიც საკმარისია - კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან. რეალური პირობების გაცნობა ბევრ კითხვას პასუხობს და გეხმარებათ დაინახოთ, რომ ბინის საყიდლად საუკეთესო დრო ყოველთვის დღეს არის. რადგან უძრავი ქონების ბაზარზე ერთადერთი რამ, რაც მოგვიანებით გარანტირებულად დაგხვდებათ - უფრო მაღალი ფასია.


მშენებარე ბინები თბილისში ქრონომეტრის ბიზნესკლასის კომპლექსში ლისზე — დაგვიკავშირდით +995 577 02 22 55

 

 

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)


 

შესაძლებელია თუ არა იპოთეკით ბინის ყიდვა ოფიციალური შემოსავლის დადასტურების გარეშე?

„ქრონომეტრის“ მსგავს პროექტებში, რომლებიც ბანკის მიერ სრულადაა დაფინანსებული, მოქმედებს შემოსავლების შეფასების გამარტივებული წესი. ეს ნიშნავს, რომ ბანკი მზადაა განიხილოს არაფორმალური შემოსავლებიც და მინიმალური დოკუმენტაციის საფუძველზე დაამტკიცოს სესხი, რაც პროცესს საგრძნობლად ამარტივებს მათთვის, ვინც სტანდარტულ საბანკო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. 


 

რა ოდენობის საწყისი შენატანია საჭირო, როცა ბინის ყიდვა ბანკის დახმარებით იგეგმება?

როგორც წესი, საწყისი თანამონაწილეობა ბინის ღირებულების 10%-დან 20%-მდე მერყეობს, თუმცა პირობები ინდივიდუალურია.


 

შესაძლებელია თუ არა იპოთეკური სესხის ვადაზე ადრე დაფარვა?

დიახ, ბინის ყიდვა იპოთეკით გაძლევთ უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოთ ძირითადი თანხა წინსწრებით და ამით შეამციროთ ყოველთვიური პროცენტი.


 

მოქმედებს თუ არა იპოთეკა შიდა განვადების პარალელურად?

როგორც წესი, მყიდველები ერთ კონკრეტულ გზას ირჩევენ, თუმცა პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია შიდა განვადების იპოთეკით ჩანაცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის პროცესში სარგებლობთ დეველოპერის უპროცენტო განვადებით, ხოლო პროექტის დასრულებისას, დარჩენილ ვალდებულებას იპოთეკური სესხით ფარავთ. 

სხვა ბლოგი