ქრონომეტრის პარტნიორია ბენე კომფორტი

ქრონომეტრის პარტნიორია ბენე კომფორტი

22 დეკემბერი, 2025

დეველოპერული კომპანია „ქრონომეტრი“, რომელსაც სამშენებლო სექტორში 20-წლიანი გამოცდილება და ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი დასრულებული პროექტი აქვს, ლისზე ახალ ბიზნესკლასის მულტიფუნქციურ პროექტს ახორციელებს. პროექტი მდებარეობს ელგუჯა ამაშუკელის N11-ში და მისი მშენებლობა 2024 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი სამშენებლო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

„ქრონომეტრის“ ლისის პროექტი დეველოპერულ ბაზარზე გამოირჩევა მრავალმხრივი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს ბიზნეს ცენტრსა და საოფისე სივრცეებს, ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, სავარჯიშო დარბაზს, სპა ზონას, გამწვანებულ ეზოსა და კონსიერჟის მომსახურებით აღჭურვილ ლობს.

პროექტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება კომპანია „ბენე კომფორტთან“, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს საერთო სარგებლობის სივრცეების მართვის უმაღლეს სტანდარტს. თანამშრომლობა სრულ სერვისს მოიცავს — მენეჯმენტს, კონსიერჟის მომსახურებას, დასუფთავებას, ტექნიკურ და სახანძრო სისტემების მოვლას, ლიფტების, ავტოსადგომის, მწვანე სივრცეებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მართვას.
 

„ქრონომეტრის“ მისიაა შექმნას გარემო, სადაც როგორც მაცხოვრებლები, ისე ბიზნესები მაქსიმალურ კომფორტს მიიღებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბენე კომფორტთან“ პარტნიორობა, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ მაღალი ხარისხის მომსახურების უწყვეტობას უზრუნველყოფს.

სხვა ბლოგი