წარმოიდგინე დღე, რომელშიც ყველა გეგმისთვის გრჩება დრო და არც საკუთარი სურვილებისთვის გიწევს უარის თქმა.
„ქრონომეტრი“ ქმნის გარემოს, სადაც თანამედროვე ცხოვრების კომფორტი შენი ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია. აქ შეგიძლია დილა სრულად აღჭურვილ სავარჯიშო დარბაზში გაატარო, დღის განმავლობაში ბიზნესცენტრის სამუშაო სივრცით ისარგებლო, საღამოს კი აუზში განიტვირთო.
როცა ვარჯიში, სამუშაო და დასვენება ერთი საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილია, აღარ გიწევს დღის სხვადასხვა მონაკვეთის გზაში გატარება. შეგიძლია მარტივად შეუთავსო ერთმანეთს სხვადასხვა გეგმა და მეტი დრო დაუთმო იმას, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
იცხოვრე იქ, სადაც შეგიძლია აუწყო ფეხი თანამედროვე ცხოვრების ტემპს.
„ქრონომეტრი“ — შექმენი ყოველდღიურობა საკუთარი პერსპექტივით !