GE
  • EN
მშენებარე ბინები საბურთალოზე -  რატომ უნდა აირჩიოთ „ქრონომეტრი’’?

მშენებარე ბინები საბურთალოზე - რატომ უნდა აირჩიოთ „ქრონომეტრი’’?

4 მარტი, 2026

საბურთალო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი ზონაა თბილისში. შესაბამისად, მშენებარე ბინები საბურთალოზე აქტიურად იზიდავს როგორც ახალგაზრდა ოჯახებს, ისე ინვესტორებს. „ქრონომეტრი’’ კი ამ არეალში გამოირჩევა ბიზნესკლასის პროექტით, ზუსტად განსაზღვრული ვადებითა და სტრატეგიული მდებარეობით.

 

დინამიკა და სიმშვიდე ერთდროულად -  იდეალური ლოკაცია საცხოვრებლად

ბევრი ადამიანისთვის ბინები საბურთალოზე პირველ რიგში გადატვირთულ ქუჩებთან, ხმაურთან და მუდმივ მოძრაობასთან ასოცირდება, თუმცა ამაშუკელის ქუჩის სტრატეგიული მდებარეობა ამ სტერეოტიპს სრულად ცვლის. 

დღეს ეს არის ლოკაცია, სადაც ბოლო წლებში გაჩნდა ახალი პროექტები, განახლდა ინფრასტრუქტურა და აშკარად იკვეთება სამომავლო პოტენციალი. ამის გამო, ინტერესი იზრდება იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც უკვე საბურთალოზე ცხოვრობს, მოსწონს ეს არეალი და სურს, ნაცნობ გარემოშივე გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები.

ამაშუკელის ქუჩაზე დღეს სრულიად ახალი მოდელი მკვიდრდება - თანამედროვე არქიტექტურით, მოწესრიგებული ეზოებითა და მასშტაბური პროექტებით, რომლებიც ხარისხის თამასას ყოველდღიურად მაღლა სწევს. აქაური მშენებლობები, გარკვეულწილად, უბნის აღქმასაც ცვლის: ყალიბდება გამორჩეული საცხოვრებელი გარემო, სადაც ბიზნესკლასი უკვე სტანდარტად არის ქცეული.

სწორედ ამ განვითარების ნაწილია „ქრონომეტრიც’’ - პროექტი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს მშენებარე ბინები საბურთალოზე და ვისაც უნდა, რომ იყოს თანამედროვე ურბანული ცენტრის ნაწილი.

 

სერვისზე ორიენტირებული კონცეფცია - ახალი მიდგომა დეველოპმენტში

„ქრონომეტრისთვის’’ მთავარი ამოსავალი წერტილი სერვისზე ორიენტირებული დეველოპმენტია. ეს ნიშნავს, რომ პროექტი თავიდანვე იგეგმება, როგორც ერთიანი სისტემა, სადაც მობინადრეს ყველა საჭირო სერვისი ადგილზე ხვდება. ეს მიდგომა ფუნდამენტურად ცვლის სტანდარტულ ხედვას, რადგან აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ფართობზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად კომფორტული იქნება მესაკუთრისთვის ყოველდღიური ყოფა.

მსგავსი ტიპის უძრავი ქონება საბურთალოზე პირველ რიგში მათთვისაა, ვინც კომფორტს სერვისების ერთობლიობით ზომავს. როდესაც კომპლექსში ბიზნესცენტრი და საერთო სარგებლობის სივრცეებია ინტეგრირებული, მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება სულ სხვა დონეზე ადის. აქ არქიტექტურა მხოლოდ საფუძველია იმ გარემოსთვის, რომელიც მობინადრეს ყოველდღიურ საზრუნავს უმსუბუქებს. შიდა ინფრასტრუქტურა თავადვე უზრუნველყოფს ყველა საყოფაცხოვრებო საჭიროებას, რაც მესაკუთრეს ყველაზე ძვირფას რესურსს - დროს უზოგავს.

სერვისზე ორიენტირებული მიდგომა პირდაპირ აისახება ქონების ღირებულებაზეც. როდესაც პროექტი მობინადრეს სთავაზობს სამუშაო სივრცეს, სპა ცენტრს, აუზსა და ფიტნესდარბაზს, ასეთი ტიპის მშენებარე ბინები საბურთალოზე და ნებისმიერ სხვა უბანში, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ეს მიდგომა დეველოპმენტის ახალ ეტაპზე მიგვითითებს, სადაც პრიორიტეტი მომხმარებლის დროის დაზოგვა და მაღალი ხარისხის მომსახურებაა.

 

20-წლიანი სამშენებლო გამოცდილება - ნდობის ფაქტორი უძრავი ქონების ბაზარზე

უძრავი ქონების სექტორში მოპოვებული ნდობის მიღმა ყოველთვის დეველოპერის პორტფოლიო და შესრულებული სამუშაოს ხარისხი დგას. როდესაც მომხმარებელი დაინტერესებულია, რომ შეიძინოს მშენებარე ბინები საბურთალოზე, მისი ერთ-ერთი მთავარი კითხვა თითქმის ყოველთვის პროცესის გამჭვირვალობასა და ხარისხის კონტროლს ეხება. „ქრონომეტრის’’ შემთხვევაში ამ გარანტიას მშენებლობის 20-წლიანი პრაქტიკა ქმნის. პროექტს ზურგს უმაგრებს გუნდი, რომლის სახელსაც უკავშირდება სამშენებლო კომპანია „დაგი’’ და მის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული 600-ზე მეტი მასშტაბური ობიექტი. სწორედ ეს გამოცდილებაა იმის დასტური, რომ მშენებლობა დათქმულ ვადებში და უმაღლესი ხარისხით დასრულდება.

ამ მასშტაბის პროექტების მართვა ცხადყოფს იმასაც, რომ გუნდი ფლობს ყველა საჭირო რესურსს რთული ინფრასტრუქტურული გამოწვევების საპასუხოდ. ასეთი რეპუტაციის მქონე პარტნიორთან ასოცირება ნიშნავს, რომ ეს უძრავი ქონება საბურთალოზე თავიდანვე დაზღვეულია იმ ტექნიკური ხარვეზებისგან, რომლებსაც ახალბედა დეველოპერების პროექტებში ხშირად ვხვდებით.

 

რამდენად მარტივად იყიდება და ქირავდება მსგავსი ტიპის უძრავი ქონება საბურთალოზე?

საბურთალოზე არსებული საგანმანათლებლო, ბიზნეს და სამედიცინო ინფრასტრუქტურა საცხოვრებელ ფართებზე მუდმივ, ორგანულ მოთხოვნას ქმნის.  აქ უძრავი ქონება იშვიათად რჩება აუთვისებელი, რადგან დინამიკური გარემო თავად განსაზღვრავს მობინადრეთა ნაკადს. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი კი იმ ახალი პროექტების მიმართაა, რომლებიც ბიზნესკლასის სტანდარტებს აწესებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორისთვის მთავარი საზომი დროა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხშირად მთავარი კითხვა ასე ჟღერს: რამდენად სწრაფად მოიტანს შენაძენი რეალურ ფინანსურ სარგებელს? - პრაქტიკა აჩვენებს, რომ ლისის ტერიტორიის მსგავსად განვითარებულ წერტილებში, მოთხოვნა ბუნებრივად მაღალია, რადგან დღეს ადამიანები საცხოვრებელთან ერთად ცხოვრების სტილსაც არჩევენ - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიტნესდარბაზი თუ სამუშაო სივრცე იქვე, კომპლექსში დახვდეთ. ასეთი სერვისების არსებობა, ცხადია, პირდაპირ აისახება საბოლოო ფასზეც: ბინის გაქირავება სტანდარტულზე უფრო ძვირადაც არის შესაძლებელი და მსურველიც ბევრად მალე ჩნდება.

რაც შეეხება ლიკვიდურობას, იმ ლოკაციაზე, სადაც ბიზნესკლასის სეგმენტი უკვე ფორმირებულია, გადაყიდვის პოტენციალი საგრძნობლად მაღალია. მყიდველი ასეთ დროს  იძენს უკვე გამზადებულ კონცეფციას - რეპუტაციას, ინფრასტრუქტურასა და გარანტირებულ ხარისხს. ეს ფაქტორები მინიმუმამდე ამცირებს საინვესტიციო რისკებს და უძრავ ქონებას სტაბილურად მზარდ ფასეულობას უნარჩუნებს.

 

,,ქრონომეტრის’’ მშენებარე ბინები საბურთალოზე: სანდო დეველოპერი, სტრატეგიული ლოკაცია და პროგნოზირებადი მომავალი

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების შეძენისას არჩევანის სისწორეს სამი ფაქტორი განსაზღვრავს: ვინ აშენებს, სად შენდება და როგორია განვითარების პერსპექტივა. როდესაც პროექტს მართავს გუნდი, რომელსაც მასშტაბური სამშენებლო ამოცანების შესრულების მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს, გაურკვევლობის რისკი მინიმუმამდე მცირდება. სანდო დეველოპერი ნიშნავს პროგნოზირებად პროცესს, ზუსტ ვადებს, ხარისხის მუდმივ კონტროლსა და ობიექტს, რომელიც თავიდანვე მკაცრად განსაზღვრულ სტანდარტებს პასუხობს.

„ქრონომეტრი’’ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებაა - იგი ეფუძნება რეალურ მოთხოვნას და იმ ფინანსურ სიმყარეს, რაც პროგნოზირებადი მომავლისთვის აუცილებელი პირობაა.

სხვა ბლოგი