cover image

ცხოვრება შენი
პერსპექტივიდან

ბიზნეს კლასის საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონება ლისზე

პროექტის შესახებ

„ქრონომეტრი“ ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური კომპლექსია ლისზე, სადაც კომფორტული საცხოვრებელი და საინვესტიციო ბინები ერთ სივრცეში ერთიანდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ ინოვაციური, მოქნილი და დინამიური გარემო როგორც ცხოვრებისთვის, ისე ბიზნესისთვის.

 

ჩვენს მმართველ გუნდს ზურგს უმაგრებს სამშენებლო სექტორში დაგროვილი 20 წლიანი გამოცდილება და 600-ზე მეტი დასრულებული ობიექტი, რომლებიც ლიდერი სამშენებლო კომპანია „დაგის“ სახელით განხორციელდა.

 

სწორედ ამ მრავალწლიანი პრაქტიკითა და ახლებური ხედვით, „ქრონომეტრი“ დეველოპერულ ბაზარზე პირველი პრემიუმ პროექტით წარდგება. 2024 წლის ოქტომბრიდან დაგი აქტიურად აწარმოებს ლისის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დაცვით.

 

ჩვენი მთავარი მისიაა ხელი შევუწყოთ ადამიანებსა და ბიზნესს, თანამედროვე ცხოვრების დინამიკას უფრო მარტივად აჰყვნენ. 


 

სად მდებარეობს პროექტი?

ქრონომეტრის საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ლისის ტბასთან, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №11. პროექტი ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა,მარტივად უკავშირდება როგორც თბილისის ცენტრს, ისე ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და კეთილმოწყობილ რეკრეაციულ ზონას, ლისის ტბას.

რას მოიცავს ქრონომეტრის ინფრასტრუქტურა?

  • აუზი და სპა
  • სავარჯიშო დარბაზი
  • 2 დონიანი მიწისქვეშა პარკინგი
  • პენთჰაუსი საკუთარი აუზით
  • ლობი და 24/7 კონსიერჟი
  • ბიზნესცენტრი
  • პრემიუმ საოფისე ზონა
  • გამწვანებული ეზო

 

რა ტიპისა და ფართის ბინებია ხელმისაწვდომი?

ქრონომეტრში იყიდება ერთი, ორი და სამ საძინებლიანი ბინები. ასევე, ექსკლუზიური პენტჰაუსები, ინდივიდუალური აუზით. სხვადასხვა ფართითა და განლაგებით, რომლებიც თანაბრად შესაფერისია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. კონკრეტული ფართები, სართულები და ფასები იხილეთ ბინის შერჩევის გვერდზე.

რა ღირს კვადრატული მეტრი?

ქრონომეტრში ბინის ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე $1550-დან იწყება. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ბინის ფართზე, სართულსა და ხედზე. აქტუალური ფასები კონკრეტულ ბინებზე იხილეთ ბინის შერჩევის გვერდზე. საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება. 

გადახდის რა პირობები მოქმედებს?

ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც შიდა განვადებით, ასევე იპოთეკური სესხით ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკში. შიდა განვადების შემთხვევაში პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 10%-ია, დარჩენილი თანხა გადანაწილდება თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკით მშენებლობის დასრულებამდე.

გყავთ თუ არა პარტნიორი ბანკი?

დიახ! პროექტი სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ. ჩვენ გთავაზობთ მოქნილ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ჩვენი პარტნიორი ბანკის დახმარებით, რაც მოიცავს როგორც შიდა განვადებას, ასევე იპოთეკურ სესხს.

როდის სრულდება პროექტი?

პროექტის მშენებლობა დაიწყო 2024 წლის ოქტომბერში და სრულდება 2027 წლის ივნისში.

რა მდგომარეობაში ბარდება ბინები?

ქრონომეტრში, ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, რაც მოიცავს ყველა ძირითად მოსაპირკეთებელ სამუშაოს:

  • შენობის პერიმეტრზე დამონტაჟებული ალუმინის კარ-ფანჯარა;
  • ბინაში შესასვლელი რკინის კარი სმარტ საკეტით;
  • ბინის შიდა პერიმეტრზე და ოთახებს შორის ბლოკით ამოყვანილი, გიპერით გალესილი კედლები;·
  • დამონტაჟებული ელექტრო წერტილები;
  • ბინაში სველ წერტილამდე მიყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
  • ინტერნეტისა და ტელევიზიის ხაზები შეყვანილი ბინაში და დამონტაჟებული პროექტის შესაბამისად;·
  • ბინაში საქვაბის ღიობამდე მიყვანილი ბუნებრივი აირი;·
  • გათბობის სისტემის მილები გაყვანილი მყიდველთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად;
  • მოპირკეთებული აივანი;
  • მოჭიმული იატაკი.

რა უპირატესობები აქვს ქრონომეტრის ბინებს ლისზე?

პროექტი იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. ბიზნეს კლასის ინფრასტრუქტურა, ყოველდღიურ კომფორტს უზრუნველყოფს. ლისის ტბასთან სიახლოვე კი მშვიდ, ჯანსაღ გარემოს ქმნის. ფინანსური თვალსაზრისით, ლისის ზონაში, ბინებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ხოლო, ბინის მშენებარე ეტაპზე შეძენა უზრუნველყოფს კაპიტალის მაქსიმალურ ზრდას. 

აუზი და სპა

აუზი და სპა

პროექტში დაგეგმილია აუზი და სპა ზონა თქვენი დასვენებისთვის. აუზიდან იშლება ხედები ქალაქზე.

სპორტული დარბაზი

სპორტული დარბაზი

სავარჯიშო დარბაზი საცხოვრებელი კომპლექსის შიგნით გაძლევთ შესაძლებლობას მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს.

ლობი & კონსიერჟი

ლობი & კონსიერჟი

ქრონომეტრის საცხოვრებელ ნაწილს ორი შესასვლელი აქვს, კეთილმოწყობილი ლობის სახით. კომპლექსს მოემსახურება კონსიერჟი.

ბიზნეს ცენტრი

ბიზნეს ცენტრი

შენობის პირველ 4 სართულზე განთავსებულია კომერციული და საოფისე სივრცეები. ბიზნეს ცენტრში მოხვედრა შესაძლებელია ატრიუმის ტიპის ჰოლიდან. შენობის პირველ სართულზე განთავსდება სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი და სხვა სავაჭრო სივრცეები.

2 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი

2 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი

თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის, კომპლექსში გათვალისწინებულია 120 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.

847 კვ.მ. ეზო

847 კვ.მ. ეზო

გამწვანებული ეზო ჩვენი პატარა მობინადრეებისთვის და ოთხფეხა მეგობრებისთვის.

საოფისე ზონა

საოფისე ზონა

შენობის სამი სართული დაეთმობა თანამედროვე საოფისე სივრცეებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურას.

პროექტის შესახებ

„ქრონომეტრი“ ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური კომპლექსია ლისზე, სადაც კომფორტული საცხოვრებელი და საინვესტიციო ბინები ერთ სივრცეში ერთიანდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ ინოვაციური, მოქნილი და დინამიური გარემო როგორც ცხოვრებისთვის, ისე ბიზნესისთვის.

 

ჩვენს მმართველ გუნდს ზურგს უმაგრებს სამშენებლო სექტორში დაგროვილი 20 წლიანი გამოცდილება და 600-ზე მეტი დასრულებული ობიექტი, რომლებიც ლიდერი სამშენებლო კომპანია „დაგის“ სახელით განხორციელდა.

 

სწორედ ამ მრავალწლიანი პრაქტიკითა და ახლებური ხედვით, „ქრონომეტრი“ დეველოპერულ ბაზარზე პირველი პრემიუმ პროექტით წარდგება. 2024 წლის ოქტომბრიდან დაგი აქტიურად აწარმოებს ლისის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დაცვით.

 

ჩვენი მთავარი მისიაა ხელი შევუწყოთ ადამიანებსა და ბიზნესს, თანამედროვე ცხოვრების დინამიკას უფრო მარტივად აჰყვნენ. 


 

არქიტექტურა

ქრონომეტრი
ქრონომეტრი
ქრონომეტრი
ქრონომეტრი
ქრონომეტრი
ქრონომეტრი
ქრონომეტრი
ქრონომეტრი
ქრონომეტრი

მდებარეობა

ქრონომეტრი - ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე, ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური, მოქნილი და დინამიკური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ და ბიზნეს სივრცეებს აერთიანებს. პროექტი ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა. მარტივად უკავშირდება როგორც თბილისის ცენტრს, ისე - გასასვლელს და ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე, ჯანსაღ და კეთილმოწყობილ რეკრეაციულ ზონას, ლისის ტბას. 

slide image slide image