GE
ქრონომეტრის კომერციულ მიმართულებას ექსკლუზიურად გრეა უხელმძღვანელებს

ქრონომეტრის კომერციულ მიმართულებას ექსკლუზიურად გრეა უხელმძღვანელებს

5 სექტემბერი, 2025

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა (GREA) და დეველოპერულ კომპანია ქრონომეტრს შორის გაფორმებული ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულების შედეგად ქრონომეტრის კომერციულ მიმართულებას GREA უხელმძღვანელებს.

 

ქრონომეტრი დეველოპერულ ბაზარზე ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური პროექტით შემოდის. კომპანიის მმართველ გუნდს ზურგს უმაგრებს სამშენებლო სექტორში დაგროვილი დიდი გამოცდილება და 20 წლის განმავლობაში დასრულებული 600 - ზე მეტი კომერციული, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც სამშენებლო კომპანია დაგის სახელით განხორციელდა.

 

ქრონომეტრი მდებარეობს ლისზე, ე. ამაშუკელის 11 ნომერში. 13 სართულიანი შენობა მოიცავს 9 საცხოვრებელ სართულს და 4 სართულიან ბიზნეს ცენტრს. აქ დაგხვდებათ მაღაზიები და ოფისები, ბინები და პენტჰაუსები, 2 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, სარეკრეაციო და სპორტული სივრცეები, დახურული აუზი - ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის. 

მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ამჟამად  დასრულებულია მიწისქვეშა 2 დონიანი პარკინგი და მიმდინარეობს კომერციული მესამე სართულის მშენებლობა. 

 

„არაერთი უკვე განხორიცელებული დეველოპერული პროექტის შემდეგ, „დაგი” ახალი პროექტით, ახლებური ხედვით და ახალი ბრენდით - ქრონომეტრით შემოვიდა დეველოპერულ ბაზარზე, რაშიც GREA-ს გუნდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ეს პარტნიორობა გვეხმარება ვკონცენტრირდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე - ხარისხიან მშენებლობაზე, ხოლო მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულების მართვა ვანდოთ  ისეთ გამოცდილ პარტნიორს, როგორიც (GREA) საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოა.“-  კომპანია ქრონომეტრის  დირექტორი - დავით გულორდავა.

 

“გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ქრონომეტრის ლისის პროექტზე, რომელიც ნამდვილად გამორჩეული ბიზნეს კლასის კომპლექსია. 2025 წლის გაზაფხულიდან ვიმუშავეთ პროექტის ბაზარზე წარსადგენად, დაიხვეწა პროდუქტი, შეიქმნა კომპანიის უნიკალური ბრენდინგი, საკომუნიკაციო სტრატეგია  და სექტემბრიდან დაიწყო პროექტის გაყიდვები, იმ ეტაპზე როცა პროექტის სამშენებლო სამუშაოების თვალსაჩინო ნაწილი უკვე შესრულებულია. იმედი გვაქვს ჩვენი თანამშრომლობა პროექტის წარმატებული იქნება პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე “- ნინო აბსანძე, GREA-ს დამფუძნებელი.

 

ქრონომეტრი საქართველოს ბანკის სრული მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2027 წლის ივნისში  არის დაგეგმილი.

სხვა ბლოგი