მშენებარე ბინები თბილისში სულ უფრო ხშირად ხდება იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც მომავალს წინასწარ, დღესვე განსაზღვრავენ. სწორედ ამ ხედვით შეიქმნა „ქრონომეტრი’’ - ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი ლისზე, რომელსაც ყოველდღიურობა სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს და საშუალებას გაძლევთ, ცხოვრება თქვენი პერსპექტივიდან დაიწყოთ.
მშენებარე ბინები თბილისში, ,,ქრონომეტრის’’ კომპლექსში - ცხოვრების ახალი სტანდარტი ლისზე
,,ქრონომეტრი’’ არის პროექტი, რომელიც თავიდანვე უფრო ფართო ხედვითა და გრძელვადიანი პერსპექტივით დაიგეგმა. აქ თითოეული გადაწყვეტილება - არქიტექტურული კონცეფციიდან დაწყებული, სამშენებლო მასალების შერჩევით დასრულებული - ერთ მიზანს ემსახურება: შეიქმნას გარემო, სადაც ყოველდღიური ცხოვრება კომფორტული, პრაქტიკული და მარტივი იქნება.
„ქრონომეტრი’’ ლისის მიმდებარედ შენდება - იმ ადგილას, რომელიც ბოლო წლებში თბილისის ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ ეპიცენტრად გარდაიქმნა. ეს სივრცე ბუნებრივად აერთიანებს იმას, რაც დიდ ქალაქში ხშირად ურთიერთგამომრიცხავია: აბსოლუტურ სიმშვიდესა და დინამიკას, თუმცა ,,ქრონომეტრის’’ მთავარი ღირებულება მხოლოდ მდებარეობით არ განისაზღვრება. პროექტი განსხვავდება იმ სტანდარტით, რომელსაც ის როგორც არქიტექტურულ, ისე საინჟინრო დონეზე თავადვე აყალიბებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეტალებს, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ შენობის ვიზუალურ აღქმას, არამედ მის ფუნქციურობასაც. მშენებლობას კი ახორციელებს კომპანია „დაგი’’, დეველოპერი, რომლის გამოცდილება და ტექნიკური მიდგომაც პროექტის ყველა ასპექტში იგრძნობა.
ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი მკაფიოდ განსაზღვრული ქრონოლოგიით ვითარდება: მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2027 წლის ივნისში, რის შემდეგაც ივლისიდან დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები. საბოლოოდ, კომპლექსი მაცხოვრებლებს 2027 წლის შემოდგომაზე მიიღებს - დროში მკაფიოდ გაწერილი ეს ეტაპები მყიდველს საშუალებას აძლევს, საკუთარი მომავალი ყოველგვარი გაურკვევლობის გარეშე, ზუსტად დაგეგმოს.

პროცესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება კი მშენებლობის გამჭვირვალობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ეტაპობრივად ვაქვეყნებთ მიმდინარე სამუშაოების ამსახველ რეალურ ფოტოებს. ეს თქვენ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეთ ამ პროცესის ნაწილი და თავად დააკვირდეთ, როგორ იძენს ფორმას თქვენი მომავალი საცხოვრებელი ყოველდღიურად.
,,ქრონომეტრის’’ გასაყიდი ბინები თბილისში - შეარჩიე შენთვის ოპტიმალური გეგმარება
„ქრონომეტრი’’ ცხოვრების სტილის მიხედვით გააზრებულ, გეგმარების ოთხ განსხვავებულ ფორმატს გთავაზობთ.
49–59 მ² ფართობის ერთსაძინებლიანი ბინები Smart Living სტანდარტის საუკეთესო მაგალითია. აქ ეფექტურობა მთავარი ღირებულებაა - გონივრული ზონირების წყალობით, ინტერიერი სრულად ითვისებს ბუნებრივ განათებას. მაღალი ლიკვიდურობიდან გამომდინარე, მსგავსი ბინები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საინვესტიციო შეთავაზებაა თბილისის ბაზარზე.

თუმცა, როცა მოთხოვნები იცვლება და დღის წესრიგში ოჯახური თანაცხოვრება დგება, პრიორიტეტი უკვე Family Space ფორმატის ორსაძინებლიან ბინებს (70–80 მ²) ენიჭება. აქ საერთო ზონა და საძინებლები ერთმანეთისგან მკაფიოდ არის გამიჯნული, რაც ყოველდღიურობაში განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის.

იმ მობინადრეებს კი, რომელთა მოთხოვნებიც სტანდარტულ ჩარჩოებს სცდება, სამსაძინებლიანი ბინები (110 მ²+) - Grand Vista - სრულიად სხვა მასშტაბსა და პერსპექტივას სთავაზობს. ამ ფორმატში მთავარი ის განცდაა, რომელსაც უკომპრომისო სივრცე ქმნის: ვრცელი მისაღები ოთახები, მაქსიმალურად ათვისებული ბუნებრივი განათება და ხედები, რომლებიც ვიტრაჟების მიღმა ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. Grand Vista-ს ტიპის ბინები ერთდროულად წარმოადგენს უნაკლო საცხოვრებელ გარემოსა და მყარ, მაღალი ღირებულების მქონე აქტივს გრძელვადიან პერსპექტივაში.

დაბოლოს, კომპლექსის ყველაზე ექსკლუზიური ნაწილი - პენტჰაუსები, რომლებიც საცხოვრებლის სტანდარტულ გაგებას სრულიად ცვლის. ინდივიდუალური ტერასები და საკუთარი აუზი ამ ფორმატს უძრავი ქონების უმაღლეს კატეგორიას მიაკუთვნებს. აქ აქცენტი არა სტანდარტულ კომფორტზე, არამედ იმ იშვიათ თავისუფლებაზეა, რომელსაც ქალაქის თავზე საკუთარი აუზი და ვრცელი ტერასა ქმნის. ეს არის საცხოვრებელი მათთვის, ვისაც მაქსიმალურად იზოლირებული პირადი გარემო სჭირდება.

რა ღირს ბინები თბილისში, „ქრონომეტრის’’ პროექტში?
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ღირს ბინები თბილისში, ფასი ყოველთვის კონტექსტში უნდა განვიხილოთ - მნიშვნელობა აქვს ლოკაციას, პროექტის კლასს და იმ პოტენციალს, რომელსაც ქონება დროთა განმავლობაში ინარჩუნებს. სწორედ ამ ჭრილში უნდა შეფასდეს „ქრონომეტრიც’’.
პროექტში კვადრატული მეტრის საწყისი ფასი იწყება 1,550 დოლარიდან, რაც ლისის ტერიტორიაზე, ბიზნესკლასის სეგმენტში, საკმაოდ კონკურენტულ ნიშნულად მიიჩნევა. გარდა ამისა, ფინანსური მოქნილობისთვის, „ქრონომეტრი’’ გთავაზობთ 0%-იან შიდა განვადებას, რომელიც მშენებლობის ეტაპებზეა მორგებული:
- 10% - საწყისი შენატანი;
- 20% - მშენებლობის პროცესში, ეტაპობრივად;
- 70% - მშენებლობის დასრულებისას (შესაძლებელია საბანკო იპოთეკით ჩანაცვლება).

,,ქრონომეტრის’’ მშენებარე ბინები თბილისში - მწვანე კარკასის სტანდარტით
„ქრონომეტრის’’ გასაყიდი ბინები თბილისში მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე შრომატევადი და ტექნიკურად რთული სამუშაოები მფლობელს უკვე შესრულებული ხვდება.
აქ თქვენს განკარგულებაშია სრულად გამართული საინჟინრო საფუძველი: გაყვანილი ელექტრობა, გათბობის სისტემა, მოჭიმული იატაკი და გალესილი კედლები. უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის დამატებით გარანტიას კი ალუმინის კარ-ფანჯრები და სმარტ საკეტები ქმნის. ეს სტანდარტი მაქსიმალურად ზოგავს რემონტისთვის საჭირო დროსა და ენერგიას, რადგან გათავისუფლებთ იმ ხარჯიანი პროცესებისგან, რომლებიც ინტერიერის მოწყობას ხშირად არაპროგნოზირებადს ხდის.
ინფრასტრუქტურა - ყველაფერი, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის გჭირდებათ
Spa & Fitness: დაზოგეთ დრო და იზრუნეთ საკუთარ თავზე შენობიდან გაუსვლელად. თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესდარბაზი და გამაჯანსაღებელი სპა ზონა საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური სტრესი მარტივად დაძლიოთ და დღე ენერგიულად დაიწყოთ ან დაასრულოთ.
Coworking სივრცე: მათთვის, ვისთვისაც კომფორტული პროფესიული გარემო მნიშვნელოვანია, კომპლექსში მოწყობილია საერთო სამუშაო სივრცე. ეს არის იდეალური ადგილი კონცენტრაციისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის ან დისტანციური მუშაობისთვის - რაც მთავარია, სახლთან მაქსიმალურად ახლოს.

Green Yard: ,,ქრონომეტრის’’ ეზო არის დაცული და კეთილმოწყობილი სივრცე შენობის შიდა ტერიტორიაზე. ეს არის უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის და მყუდრო ადგილი ოჯახური დასვენებისთვის.
Smart Security: თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. კომპლექსი კონტროლდება თანამედროვე ჭკვიანი სისტემებითა და 24/7 ვიდეომონიტორინგით, რაც ნებისმიერ დროს მშვიდი ცხოვრების გარანტიაა.

დაიწყე ცხოვრება შენი პერსპექტივიდან დღესვე
უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის საუკეთესო მომენტი მშენებლობის პროცესია - ეს არის დრო, როცა ხელმისაწვდომი ფასი და ფართო არჩევანი მაქსიმალურ მოგებას განაპირობებს. „ქრონომეტრი’’ გთავაზობთ შანსს, დღესვე ჩაუყაროთ საფუძველი თქვენს ახალ ყოველდღიურობას.
დაგვიკავშირდით ახლავე, ჩვენი გუნდი მზად არის, შეგირჩიოთ საუკეთესო საცხოვრებელი სივრცე თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
რა ეტაპზეა მშენებლობა ამჟამად?
ამ ეტაპზე ,,ქრონომეტრის’’ მშენებარე ბინები თბილისში, კერძოდ ლისის მიმდებარედ, აქტიური განვითარების ფაზაშია. პროექტის მშენებლობა მკაფიოდ გაწერილი გრაფიკით მიმდინარეობს, რაც გვაძლევს საშუალებას, სამუშაოების დასრულება 2027 წლის ივნისისთვის დავაანონსოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია გამჭვირვალობა, ამიტომ მუდმივად ვაქვეყნებთ რეალურ ფოტომასალას, რათა მომავალმა მობინადრეებმა მშენებლობის პროცესს თვალი რეგულარულად ადევნონ.
შესაძლებელია თუ არა ბინის ყიდვა დისტანციურად?
დიახ, ჩვენი სერვისი სრულად არის მორგებული მათზე, ვინც ქვეყნის გარეთ იმყოფება და ვისაც აინტერესებს გასაყიდი ბინები თბილისში. დისტანციური შესყიდვის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: ჩვენი გუნდი გაგიწევთ ონლაინკონსულტაციას, დეტალურად გაგაცნობთ პროექტს ვირტუალური ტურებისა თუ ვიდეოზარების მეშვეობით და დაგეხმარებათ საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, დოკუმენტაციის მომზადება და რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია დისტანციურად, მინდობილობის საფუძველზე.
გადახდის რა პირობები მოქმედებს ,,ქრონომეტრში’’?
„ქრონომეტრი“ გთავაზობთ 0%-იან შიდა განვადებას, რომელიც მშენებლობის ეტაპებზეა მორგებული: საწყისი შენატანი შეადგენს მხოლოდ 10%-ს, 20% ნაწილდება მშენებლობის პროცესზე, ხოლო დარჩენილი 70% იფარება პროექტის დასრულებისას.


