GE
  • EN
ბინების ფასი ,,ქრონომეტრში’’ - რა ღირს კვადრატული?

ბინების ფასი ,,ქრონომეტრში’’ - რა ღირს კვადრატული?

18 მარტი, 2026

ბინის ყიდვის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და ხშირად სტრესული ეტაპი ფასების ანალიზია. მყიდველისთვის ბინების ფასი ის ამოსავალი წერტილია, რომელზეც მისი სამომავლო გეგმები, კომფორტი და ფინანსური სტაბილურობა უნდა დაშენდეს. 

თბილისის დინამიკურ ბაზარზე ბინის კვადრატულის ფასი მუდმივად იცვლება და ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა უბნის პრესტიჟულობა, მშენებლობის ხარისხი და პროექტის კლასი. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია გამჭვირვალე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას იღებს მობინადრე კონკრეტულ საფასურში -  იქნება ეს ეკოლოგიურად სუფთა გარემო, დახვეწილი არქიტექტურა თუ გონივრული დაგეგმარება.

 

რა განსაზღვრავს ბინის ღირებულებას?

ბინის ფასი არასდროს არის შემთხვევითი რიცხვი - ეს არის ბევრი სხვადასხვა ფაქტორის ჯამი, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესი ლოკაციაა: ერთი და იმავე ფართის ბინა თბილისის სხვადასხვა უბანში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასით გაიყიდოს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სხვაობა თითქმის ყოველთვის საფუძვლიანია: უბნის განვითარების ტემპი, ინფრასტრუქტურის სიმჭიდროვე და სამომავლო პოტენციალი პირდაპირ აისახება ღირებულებაში.

მეორე გადამწყვეტი ფაქტორი პროექტის კლასია. ბიზნესკლასის ბინები ეკონომ სეგმენტისგან არა მხოლოდ მასალების ხარისხით, არამედ დაგეგმარების ლოგიკითა და საერთო სივრცეების ხარისხით განსხვავდება - ეს არის ყოველდღიური კომფორტი, რომელიც წვრილმანებში იგრძნობა და შემდგომშიც სწორედ ეს დეტალები განაპირობებს იმ რეალობას, სადაც ბიზნესკლასის ბინა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანი ინვესტიციაა, ვიდრე მსგავს ლოკაციაზე მდებარე სტანდარტული პროექტი.

მესამე ფაქტორი უშუალოდ ბინის მახასიათებლებია: სართული, ხედი, ბუნებრივი განათება და განლაგება. ერთსა და იმავე კომპლექსში ზედა სართულის ბინა შთამბეჭდავი პანორამით და ქვედა სართულის ფართი შიდა ეზოს ხედით სხვადასხვანაირად ფასდება. აქედან გამომდინარე, კვადრატულის ფასი ყოველთვის კონტექსტის მიხედვით უნდა განვიხილოთ.

 

კვადრატულის ფასი „ქრონომეტრში’’ - რიცხვები და კონტექსტი

ზუსტად ეს მრავალფეროვანი ფაქტორები ქმნის „ქრონომეტრის’’ საფასო პოლიტიკასაც, სადაც ბინის კვადრატული ფასი, ერთიანი გადახდით, 1550 დოლარიდან იწყება. ბიზნესკლასის სეგმენტისთვის ეს საკმაოდ ხელსაყრელი ნიშნულია,  მით უმეტეს ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც განვითარების აქტიური ფაზისა და მზარდი მოთხოვნის ფონზე, ანალოგიური პროექტების ღირებულება ხშირად გაცილებით მაღალია. ამ მოცემულობით, „ქრონომეტრი’’ ბაზარზე ერთგვარ ოქროს შუალედს ქმნის - სთავაზობს რა მყიდველს პრესტიჟულ ლოკაციასა და მაღალ ხარისხს მისაღებ ფასად.

ზემოთ ნახსენები სართულების, ხედებისა და დაგეგმარების ლოგიკა პროექტის შიგნით ფასის დიფერენციაციას პირდაპირ განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1550 დოლარი არის ის საწყისი წერტილი, რომელიც მყიდველს საშუალებას აძლევს, საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით შეარჩიოს საუკეთესო ვარიანტი - იქნება ეს ზედა სართულის ბინა პანორამული ხედებით, თუ უფრო კომპაქტური ფართი, რომელიც ბიუჯეტისა და კომფორტის იდეალურ ბალანსს შექმნის. ასეთი გამჭვირვალობა მყიდველს ეხმარება, საკუთარი ფინანსური გეგმები რეალურ მოცემულობას მოარგოს და წინასწარ გადაწყვიტოს, თუ რომელი პარამეტრების ერთობლიობაა მისთვის პრიორიტეტული.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ კონკრეტულ ფასს ამართლებს, არის ბიზნესკლასის ის სტანდარტი, რომელიც პროექტის ყველა დეტალში იგრძნობა. მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს  მშენებარე ბინები თბილისში,  მნიშვნელოვანია, რომ გადახდილი საფასური სრულად აისახებოდეს მშენებლობის ხარისხსა და საინჟინრო გადაწყვეტილებების სანდოობაში. ენერგოეფექტური სისტემები, ხარისხიანი მასალები და ლოკაციის პოტენციალი, ეჭვგარეშეა, რომ „ქრონომეტრს’’ გრძელვადიან ინვესტიციად აქცევს. 

 

მაქსიმალური ფუნქციურობა - 1 საძინებლიანი ბინები „ქრონომეტრში’’

„ქრონომეტრში’’ ერთსაძინებლიანი ბინები 49 კვადრატული მეტრიდან იწყება - ამ ფართობის ბინები განსაკუთრებით მიმზიდველია ორი კატეგორიის მყიდველისთვის: მათთვის, ვინც პირველ ინდივიდუალურ საცხოვრებელს ეძებს და ასევე მათთვის, ვისაც კონკრეტული აპარტამენტი და ზოგადად, ბინის ფასი ლისზე საინვესტიციო ჭრილში აინტერესებს. ორივე შემთხვევაში, კომპაქტური გეგმარება ხელსაყრელი ფასის, ბიზნესკლასის ხარისხისა და იდეალური ლოკაციის ოპტიმალურ ბალანსს გვთავაზობს.

უფრო მეტიც, დაგეგმარების თვალსაზრისით, „ქრონომეტრის’’ ერთსაძინებლიანი ბინები მაქსიმალური ფუნქციურობის იდეას ეფუძნება - აქ თითოეული კვადრატული მეტრი კონკრეტულ დანიშნულებას ატარებს და სივრცე ისეა ათვისებული, რომ მობინადრეს გამოუყენებელი ფართის შეგრძნება არ დარჩეს. ბუნებრივი განათება, გააზრებული შიდა განლაგება და გარემოსთან ვიზუალური კავშირი ამ ბინებს, მათი კომპაქტურობის მიუხედავად, საოცრად კომფორტულს ხდის.


 

ოპტიმალური სივრცე ყოველდღიური კომფორტისთვის - 2 საძინებლიანი ბინების არჩევანი

ორსაძინებლიანი ბინები, რომელთა ფართობი საშუალოდ 78 კვადრატული მეტრიდან იწყება, ყოველდღიური კომფორტის სრულიად სხვა სტანდარტს გვთავაზობს. ეს გეგმარება იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც მეტი სივრცე და ფუნქციური გამიჯვნა სჭირდება - იქნება ეს ახალგაზრდა ოჯახი, თუ პროფესიონალი, რომლისთვისაც სახლში იზოლირებული სამუშაო კუთხის მოწყობა პრიორიტეტულია. ამ ფართობის მშენებარე ბინები თბილისში ყველაზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, რადგან ის ზუსტად პასუხობს რაციონალურ მოლოდინს და სთავაზობს მობინადრეს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო მასშტაბებს ისე, რომ ბინის შენახვა და ყოველდღიური მოვლა მარტივი იყოს.

ბინები, რომელთა ფართი 80.4 კვ.მ-დან იწყება, გამოირჩევა იმ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმითაც, რომელიც თანამედროვე ურბანულ გარემოში ყველაზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს და რომელსაც პერსონალურ თავისუფლებას ვეძახით. ორსაძინებლიანი გეგმარება საშუალებას გაძლევთ, სივრცე სრულად თქვენს ყოველდღიურ რიტმს მოარგოთ: აქ მეორე საძინებელი ადვილად შეიძლება ტრანსფორმირდეს საბავშვო ოთახად, სტუმრებისთვის განკუთვნილ სივრცედ ან კრეატიულ სტუდიად.

 

3 საძინებლიანი ბინები: ოჯახისთვის შექმნილი სივრცე

„ქრონომეტრის’’ სამსაძინებლიან ბინებს, როგორც წესი, უმეტესად ოჯახები ირჩევენ. მინიმუმ 153.5 კვადრატული მეტრი ფართობი სამ იზოლირებულ საძინებელს, სამზარეულოსა და ფართო მისაღებს იტევს, რაც ოჯახის თითოეული წევრისთვის პირადი სივრცის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ეს ბინები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გრძელვადიან სტაბილურობასა და საინვესტიციო ღირებულებას ეძებენ. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია კი, თავისი ეკოლოგიური გარემოთი და განვითარების პერსპექტივით, ამ ტიპის ბინებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

მწვანე კარკასი - რა მდგომარეობაში ბარდება ბინა „ქრონომეტრში’’?

ბინის ყიდვისას არანაკლებ პრიორიტეტულია ის ტექნიკური კონდიცია, რომელშიც მფლობელი საკუთრებას ჩაიბარებს. მწვანე კარკასი ფასის კუთხით „ქრონომეტრში’’ ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური მოცემულობაა: ის მყიდველს ათავისუფლებს ყველა იმ რთული და ხარჯიანი სამუშაოსგან, რომელიც რემონტის ყველაზე სტრესულ ეტაპად მიიჩნევა.

„ქრონომეტრში’’ კონდიცია მწვანე კარკასი ბინაში იმ საინჟინრო მზაობას გულისხმობს, რომელიც მობინადრეს საშუალებას აძლევს, დრო და ენერგია პირდაპირ ინტერიერის დიზაინსა და კოსმეტიკურ მოპირკეთებას დაუთმოს. 

 

ბინაში თქვენ დაგხვდებათ:

ალუმინის კარ-ფანჯარა და სმარტ საკეტი: უმაღლესი ხარისხის პროფილები თერმო და ხმის იზოლაციისთვის, ხოლო შესასვლელ რკინის კარზე დამონტაჟებული სმარტ სისტემა - თქვენი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის.

 

მომზადებული კედლები და იატაკი: ოთახებს შორის ბლოკით ამოყვანილი და გიპერით გალესილი კედლები, ასევე უკვე მოჭიმული იატაკი, რაც ზედაპირების საბოლოო დამუშავებას საგრძნობლად აჩქარებს.

 

გამართული კომუნიკაციები: პროექტის შესაბამისად, სრულად დაქსელილი ელექტროწერტილები, ინტერნეტისა და ტელევიზიის ხაზები, სველ წერტილებამდე მიყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარებით.

 

გათბობის სისტემა: საქვაბის ღიობამდე მიყვანილი ბუნებრივი აირი და გათბობის მილები, რომლებიც მფლობელთან წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გეგმარების მიხედვითაა გაყვანილი.

 

მოპირკეთებული აივანი:  სრულად დასრულებული გარე სივრცე, რაც რემონტის პროცესში დამატებითი რესურსისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

 

ამრიგად, მწვანე კარკასის ეს სტანდარტი საშუალებას გაძლევთ, რემონტი ზედმეტი სტრესის გარეშე დაიწყოთ და მთელი ყურადღება მხოლოდ ინტერიერის იმ დეტალებზე გადაიტანოთ, რომლებიც თქვენს სახლს გამორჩეულ ინდივიდუალურობას შესძენს.

 

რატომ უნდა აირჩიოთ „ქრონომეტრი’’?

იმ პირობებში, როდესაც ბინების ფასი თბილისში მუდმივად მზარდ დინამიკას ინარჩუნებს, საცხოვრებლის შერჩევა მხოლოდ დღევანდელი საჭიროებების დაკმაყოფილებას აღარ ემსახურება, ეს არის გრძელვადიანი გადაწყვეტილება, რომელმაც თქვენი ცხოვრების ხარისხი წლების განმავლობაში უნდა განსაზღვროს. „ქრონომეტრი’’ კი სწორედ ამ კონტექსტში გვთავაზობს რაციონალურ ბალანსს: აქ კვადრატულის ფასი 1550 დოლარიდან იწყება და ამ ფასში პრემიუმ ხარისხის მშენებლობასა და ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოიაზრება ის განსაკუთრებული პოტენციალიც, რასაც მშენებარე ბინები ლისზე ქმნის.

სხვა ბლოგი